logo
ENG



26 სასულიერო პირი, რომელიც 5 ივლისის ძალადობრივ აქციაში მონაწილეობდა - აი ფაქტის გამოძიება

26 ივლ 202117:54
3 წუთის საკითხავი
clock 5700
2021/07/26/fkbx0s9betxu7rr.jpg

აი, ფაქტმა ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება და ამოიცნო ის სასულიერო პირები, რომლებმაც 5 ივლისის მოვლენებს ხელი შეუწყვეს და მრევლს მობილიზება გაუკეთეს. 

როგორც აი ფაქტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს სასულიერო პირები სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე, ალტერნატივა საქართველოსთვის, ალტ-ინფოს და ქართული იდეის ლიდერებთან ერთად დგანან. 

საუბარია 26 სასულიერო პირზე. ესენია

მამა საბა ჭიკაიძე – თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი

დეკანოზი შალვა კეკელია – თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი

მამა დავით რუხაძე – საბურთალოს სულთმოფენობის ტაძარი

დეკანოზი გიორგი რაზმაძე – თბილისის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარი

მეუფე გიორგი ჯამდელიანი – მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია 

არქიმანდრიტი კირიონ ონიანი – დავითგარეჯას ლავრა

მამა გიორგი პავლოვი – საგარეჯო, გიორგიწმინდას ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი

მეუფე იოანე გამრეკელი – ქუთაის-გაენათის ეპარქია

მამა სპირიდონ ცქიფურიშვილი – თერჯოლა, ვარდიგორის მამათა მონასტერი

მღვდელმონაზონი დავით უმანკოშვილი – გელათის წმინდა საბას სახელობის  მონასტერი

დეკანოზი არჩილ დათეშიძე –  ქუთაისის ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი

მამა არსენ სადუნიშვილი – ქუთაისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძარი

მამა თომა სოსელია – ქუთაისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის და წმინდა თომა მოციქულის სახელობის ტაძრები

მღვდელი კვირიკე რობაქიძე – ქუთაისი, ღირსი ილარიონ ქართველის ეკლესია

დეკანოზი იოანე მიხელიძე – გუმათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის, ზარათის წმ. კვირიკესა და ივლიტას და ჟონეთის ფერისცვალების სახელობის ტაძრები

დეკანოზი ილარიონ კვიმსაძე – ქუთაისის წმ. თომა მოციქულის სახელობის ტაძარი 

მღვდელმონაზონი მოსე ცქიტიშვილი – ქუთაისის ღირსი მოსე შავის სახელობის მონასტერი

მამა იოანე გრიგოლაშვილი – წყალტუბო, სოფელ უკანეთის ტაძარი

მამა დავით ბოჭორიშვილი – ტყიბული, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

მამა გიორგი ბედიაშვილი – თბილისი, წმინდა დემეტრე თავდადებულის სახელობის/წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ტაძარი

მამა მოსე ჭელიძე – თბილისი, მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი

მამა ბენიამინ ებრალიძე  – ჯიხეთის დედათა მონასტერი

დეკანოზი გაბრიელ ჩადუნელი  – რუის-ურბნისის ეპარქია, ძამას ხეობა

მამა დემეტრე ქათამაძე – ბოლნისი, ქვეშის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი

მამა იოანე საბანაძე – ვაკის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი

მამა მირიან ფხაკაძე – ბოლნისის ეპარქია, ტანძიის ეკლესია

აი ფაქტი ასევე მღვდლების აქციაში მონაწილეობის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალებსაც ავრცელებს. ამასთან, ეს სასულიერო პირები 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებს სოციალურ ქსელშიც ქომაგობენ. ისინი აქტიურად აზიარებენ ლევან ვასაძის და ალტ-ინფოს გვერდის პოსტებს, მათ შორის ზურაბ მახარაძის და ემრე ქუჩუქის განცხადებებს. 


close დახურვა